Description
Georgian traditional clothing

22, Chavchavadze ave. Tel: +(995 32) 223 43 63;
8,Sioni Str. Tel: +(995 32) 223 89 36;
Rent: +(99 5 32) 229 58 99

2009 წელს , პირველად დაარსდა ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების კომპანია „სამოსელი პირველი“. კომპანია აერთიანებს თანამედროვე საწარმო-სამკერვალოს, კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო მოთხოვნების მაღაზიას.
„სამოსელი პირველის“ პირველი მაღაზია თბილისში , 2010 წლის 24 აპრილს გაიხსნა.
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.
კომპანიის ბირთვს შეადგენს პროფესიონალი მკვლევარების, მხატვრების , მკერავებისა და მმართველების გუნდი, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია შემდეგი ძირითადი
მიმართულებებით მუშაობენ:
„სამოსელი პირველი“ ახორციელებს:
• სახელმწიფო მუზეუუმებსა და საცავებში , ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსის, ასევე შესაბამისი სამკაულებებისა და სამშვენისების მოკვლევა და ზედმიწევნით შესწავლას.
• საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქსოვილის , სამოსელისა და სამკაულების დამზადების ოსტატთა მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება.
• ისტორიულ წყაროებში,არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული , ფოტო და წერილობითი მასალების მოძიება-დამუშავება.
• მოძიებულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მამაკაცების,
ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა სახეობის ეროვნული სამოსის ნიმუშების
აღდგენა.
• სხვადასხვა ქვეყნებიდან უმაღლესი ხარისხის ქსოვილის , ასევე თანამედროვე
სამკერვალო დანადგარების საქართველოში ჩამოტანა და თბილისში საკუთარი
საერთაშორისო დონის სამკერვალო-საწარმოს შექმნა.
• ნაწარმის უზადო ხარისხის მისაღწევად კომპანის მართვის თანამედროვე საერთაშორისო დონესთან შესაბამისობაში მოყვანა.